ზიდანი მსაჯებს არ აკრიტიკებს

Home კატეგორიის გარეშე ზიდანი მსაჯებს არ აკრიტიკებს
ზიდანი მსაჯებს არ აკრიტიკებს

გუშინ, „ატლეტიკოსა” და „რეალის” შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესმა „თეთრების” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. მატჩის დამთავრების შემდეგ, არბიტრის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს, რომელმაც აზრის გამოთქმისგან ტრადიციულად თავი შეიკავა:

„როგორც ყოველთვის, არც ახლა ვაპირებ მსაჯის გადაწყვეტილების გარჩევას. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ ურთულესი საქმე აქვთ. ამიტომ, არბიტრების ყველა ნაბიჯს პატივი უნდა ვცეთ და სულ ეს არის. ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ მეტოქემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ მსაჯმა თქვა, რომ ფელიპეს წესი არ დაურღვევია”.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ დერბიში ანგარიში მე-15 წუთზე „რეალის” ყოფილი ფეხბურთელის მარკოს ლორენტეს კარგი პასითა და ბრწყინვალე მოჭრილი დარტყმით ლუის სუარესმა გახსნა, მაგრამ 88-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ „ლოს ბლანკოსს” ქულა მოუპოვა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.