ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ამჯერად იტალიურ „ბრეშასთან“ წააგო – 6:14.
წყვილის ფავორიტი „ბრეშა“ იყო და წინა მატჩების ფონზე, არც არაფრის მოლოდინი გვქონდა. ასე მოხდა – იტალიელები მეორე მეოთხედის დასაწყისშივე 5:1 დაწინაურდნენ. აქ თითქოს გაიბრძოლა დინამომ და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. თუმცა, სულ ეს იყო – იტალიური გუნდი სიტუაციას აკონტროლებდა, საკუთარ თამაშს ახვევდა ქართველებს და ლოგიკურ გამარჯვებამდეც მივიდა.
ერთადერთი პოზიტივი ალბათ ის იყო, რომ ჩვენები შეტევაში ოდნავ უკეთესად თამაშობდნენ და შებოჭილები არ იყვნენ.