წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა თბილისის „დინამომ“. დეიან სტანოიევიჩის გუნდი „ჰანოვერთან“ დამარცხდა – 3:10.
წაგებაც არის და წაგებაც – 32-წუთიან მატჩში 30 წუთზე მეტი იყო გასული პირველი გოლი რომ გაიტანეს. მართალია, მერე კიდევ 2 მიაყოლეს, მაგრამ…
„დინამომ“ პირველი და მეორე მეოთხედი ერთნაირი ანგარიშით, 0:2 წააგო, მესამე – 0:3. გაშვებული გოლების რაოდენობაში საგანგაშო არაფერი ჩანს, საკმაოდ ნორმალური დაცვა ჰქვია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე გუნდთან. თუმცა, თუ თავად არ გაიტანე, რა აზრი აქვს.
არადა, „ჰანოვერი“ სამივე წაგებით ჯგუფში ბოლო ადგილზე იყო და იყო იმის ამბიცია, რომ კიდევ ერთ გამარჯვებას მოპოვებდნენ. არ გამოვიდა.
ეს ბუდაპეშტში მიმდინარე „ბაბლის“ პირველი სათამაშო დღე იყო. ახლა „დინამოს“ კიდევ სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ყველა ფავორიტთან – „ფერენცვაროში“, „ბრეშა“, „ბარსელონეტა“…