თბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშების მორიგ ტურში ჩაებმება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე სულ 12 გუნდი მონაწილეობს, პირველი წრის სამი შეხვედრა უკვე გაიმართა – ეს შარშან, ბუდაპეშტში მოხდა.
„დინამომ“ ესპანურ „ბარსელონეტასთან” 5:17 წააგო, ასევე დათმო იტალიურ „ბრეშასთან“ – 9:15, ხოლო ჩერნოგორიის „იადრანს” 11:8 მოუგო.
„დინამო“ B ჯგუფშია და რთული ბრძოლები ელის, რადგან 6-გუნდიანი ჯგუფიდან მხოლოდ სამი გადის. მეოთხე, გერმანულ „ჰანოვერს,“ როგორც მასპინძელს, ისე აქვს დაბევებული.
სწორედ „ჰანოვერით“ დაიწყებს „დინამო“ ხვალიდან ტურს, შემდეგ ყოველდღიურად ეთამაშება უნგრულ „ფერენცვაროშს“, „ბრეშასა“ და „ბარსელონეტას“.
მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოიევიჩმა, საქართველოს ჩემპიონი უნგრეთის დედაქალაქში ასეთი შემადგენლობით წაიყვანა:
ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი გვეტაძე.