„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ დაიჭირეს. მასთან ერთად ბორკილები დაადეს კლუბის ყოფილ გენერალურ დირექტორ ოსკარ გრაუს და იურისტ რომან გომეს პონტის. ბარტომეუს, რომელიც კლუბის მართვას შარშან ჩამოცილდა, კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი. გაირკვა, რომ ის პირადი მოგების მისაღებად  კლუბის სახელით აფორმებდა გარიგებებს.

ყოფილი პრეზიდენტის დაჭერას კლუბის ოფისში ჩხრეკა უძღოდა.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა კლუბმაც. მასში ნათქვამია, რომ „ბარსელონა“ სრულად თანამშრომლობს პოლიციასთან ყველა საკითხში, რაც კი გამოძიებას ეხება, ამავე დროს კი განუხრელად დაიცავს უდანაშაულობის პრეზუმციას ყველა პირის მიმართ, ვისაც სამართალდამცავები საქმის ფიგურანტად მიიჩნევენ.