ევროკავშირის ბოლო სამიტზე საუბარი შეეხო ტურიზმის სეზონისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის მზად იქნება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ტურისტებისთვის სავალდებულო პასპორტიზაციას გაითვალისწინებს.

No description available.ამ ე.წ. „პასპორტის“ მისაღებად საჭირო იქნება უკვე არამხოლოდ კორონავირუსის ტესტზე ორგზის მიღებული უარყოფითი პასუხი, არამედ ორჯერადი ვაქცინაცია.

ბუნებრივია, ეს საკითხი გვერდს ვერ აუვლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც 11 ივნისიდან 11 ივლისამდე უნდა გაიმართოს.

ტურნირს ევროპის 12 ქალაქი უმასპინძლებს და სავალდებულო ვაქცინაცია მინაწილე გუნდების და მომსახურე პერსონალის სრული შემადგენლობის გარდა, თითოეულ დამსწრეს მოუწევს.

საინტერესოა, რა უნდა ქნან იმ ქომაგებმა, ევროპირველობაზე დასწრება რომ სურთ, მაგრამ მათ ქვეყნებში ვაქცინაცია მაისის ბოლომდე ვერ დაიწყება ან პირველ ეტაპზე ასაცრელთა კატეგორიაში ვერ ხვდებიან?