„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „გლადბახი“ 2:0 დაამარცხა. ეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოხდა. თუმცა, ამბავი სხვა ფაქტითაც იყო საინტერესო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პეპ გვარდიოლამ 81-ე გამარჯვება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ჟოზე მოურინიოს დაეწია. ახლა მათ წინ მხოლოდ სამი მწვრთნელია.

ყველაზე მეტი მოგება ალექს ფერგიუსონს აქვს – 102 და ეს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობისას მოახერხა.

89 მოგებით მეორე ადგილზეა „ევერტონის“ ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი, ვინაც ეს შედეგი „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“, პსჟ-ში, „რეალში“, „ბაიერნსა“ და „ნაპოლიში“ დააგროვა.

მესამეა არსენ ვენგერი – 86 მოგება მხოლოდ „არსენალში“ მუშაობის პერიოდში.

გვარდიოლამ თავისი გამარჯვებები „სიტის“ გარდა „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ ყოფნისას მოინაგრა, მოურინიომ კი – „პორტუში“, „ჩელსიში“, „ინტერში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“.