„ბაიერნმა”, ბუნდესლიგაში, სულ რაღაც ერთ კვირაში ხუთი ქულა დაკარგა — 3:3 „არმინიასთან” და 1:2 „აინტრახტთან”.
„დღეს „ბაიერნს” 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური ფეხბურთის თამაში აღარ შეუძლია,” — თქვა რადიო Bayrischer Rundfunk-თან ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ვეტერანმა, ტელეექსპერტმა, 47 წლის დიტმარ ჰამანმა.
მისი აზრით, „რეკორდმაისტერის” ბოლოწამის შენაძენებმა 24 წლის მარკ როკამ, 29 წლის ბუნა სარმა, 30 წლის დუგლას კოშტამ და 31 წლის ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა დღევანდელი მსოფლიოს უმძლავრეს კლუბს, რომელმაც ზედიზედ ექვსი უდიდესი ტროფი მოიპოვა, ბევრი ვერაფერი შემატეს.
„დიახ, ბავარიელებმა ბევრი ტიტული მოიგეს, მაგრამ ბოლო თვეებში დიდძალი ფულიც გაფლანგეს,” — დააკონკრეტა ჰამანმა.
ჩემპიონთა ლიგაში კი „ბაიერნს” ამაღამ რომში, „ლაციოსთან” უწევს თამაში. ჰამანს მიაჩნია, რომ ამ წყვილში ფავორიტი „ბაიერნია”, მაგრამ რომაელებს ასე მიმართავს:
ჰამანი: „ჯგუფურ ეტაპზე თქვენ „დორტმუნდს” დიდი პრობლემები შეუქმენით, სერია A-ში კი ტოლს არავის უდებთ. ასე რომ „ბაიერნს” იოლი თამაში არ ელის”.