„ჩელსის” მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ახალი იახტა, „სოლარისი”, 430 მილიონი გირვანქა ჯდება და ის უცხო თვალს პირველად დაანახეს. იახტა 460 ფუტს იწონის და რვა გემბანი აქვს. ერთ-ერთ მათგანზე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანიც კეთდება.
პატრონმა ორი ელექტროძრავის ფული არ დაინანა, რისი წყალობითაც „სოლარისი” მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იახტა იქნება. ის თითქმის მზად არის. 54 წლის აბრამოვიჩი მას ზღვაში ზაფხულში გაიყვანს.
იახტას გერმანიაში, ბრემერჰავენში, „ლოიდ ვერფტის” გემთსაშენში აწყობენ. გარაჟი, რომელშიც სამუშაოები მიმდინარეობს, ინგლისის მონარქთა ბუკინგემის სასახლეზე დიდია.
„სოლიარისში” იქნება 48 კაიუტა, რომლებშიც 36 სტუმარი და 60 მომსახურე პერსონალი მოთავსდება.
მაგრამ, აბრამოვიჩი, რომელსაც უკვე ჰყავს 475 მილიონ გირვანქად შეფასებული იახტა „ეკლიპსი” ინგლისში ხშირად ვერ ჩავა, რადგან რუსული კავშირების გამო ბრიტანეთში ვიზის პრობლემა აქვს.