„ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიუს მუშაობას წყალი შეუდგა. ლონდონურმა კლუბმა ბოლო ექვს მატჩიდან ხუთი წააგო. ზედაც ასოციაციის თასი მიაყოლა, როდესაც „ევერტონთან“ დამატებით დროში დამარცხდა.
ამდენს კი, განსაკუთრებულსაც არ პატიობენ და მის წასვლაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. მეტიც, გაჟონა ინფორმაციამ, თუ ვინ იქნება მოურინიოს შემცვლელი „ტოტენჰემში“.
The Telegraph-ის ინფორმაციით, „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი უილიან ნაგელსმანი ქვეყანასაც შეიცვლის, კლუბსაც და „დეზებს“ ჩაიბარებსო.
როგორც ინგლისში ვარაუდობენ, მოურინიუს სულ 12 დღეს აქვს დარჩენილი. ამ მოკლე მონაკვეთში გუნდმა ოთხი მატჩი უნდა გამართოს. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება, პორტუგალიელს აბარგება მოუწევს.
ადრე იყო საუბარი „დეზებში“ ბრენდონ როჯერსის მიყვანაზეც, რომელიც ამ დროისთვის „ლესტერის“ თავკაცია, თუმცა „მელიები“ მწვრთნელს მხოლოდ სოლიდური კომპენაციის ფასად გაუშვებენ.