იტალიური ფეხბურთის ვეტერანმა, 38 წლის ანტონიო კასანომ „იუვენტუსის” ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს შეუტია და ეგოისტი უწოდა.
ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაამთავრა — ბოლოს „ვერონაში” იყო — Twitch-ზე ინტერვიუ მისცა ასევე ყოფილ ფორვარდ კრისტიან ვიერის.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია, — თქვა კასანომ შესავალში, შემდეგ კი გუდას პირი მოხსნა — მას შეუძლია მილიარდი გოლი გაიტანოს, მაგრამ ანდრეა პირლოს სტილთან აუცილებლად პრობლემა ექნება. რონალდუ პირლოს „უვენტუსს” ვერ ერგება. ჩემთვის რონალდუ ყოველთვის თავკერძა იყო. მას არასდროს აღელვებდა დაარტყამდა თუ არა კარში სხვა, მას მხოლოდ თავისი დარტყმა აინტერესებდა. მას ფეხბურთისთვის არასდროს უცხოვრია. რონალდო მხოლოდ თავისი გოლებისთვის ცხოვრობს და ეს აშკარაა”.
შემდეგ კასანომ დასძინა, რომ რონალდუს პრობლემები აქვს.
„დრო მისთვისაც არ ჩერდება”, — თქვა ვეტერანმა.