წყალბურთელთა ნაკრებისთვის ოლიმპიადა მეოთხედფინალში დასრულდა. დეაინ სტანოევიჩის გუნდი ხორვატიასთან განადგურდა – 5:16.

ჩვენებმა მატჩის პირველი პერიოდი 2:3 წააგეს, მაგრამ ბრძოლა აღარ შედგა. თამაშის ბედი ხორვატებმა მეორე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 6:1 მოიგეს. მეტოქემ ძალიან მაღალი კლასის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან გასაკვირია ჯგუფურ ეტაპზე მათი მარცხი რუსეთთან.

ასეთი მაღალი კლასის გუნდის მიერ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა ტექნიკის საქმე იყო – 16:5.

ტურნირზე გამოჩნდა, რომ საქართველოს მომატებული აქვს, მაგრამ მაღალი დონის გუნდებთან სათამაშოდ ბოლომდე საბრძოლველად მზად არ არის, თუმც, არც უიმედო მდგომარეობაა.