ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის მეორე დღეს, ქართველებს მხოლოდ ერთი ბრინჯაო შეხვდათ. არადა, გაცილებით მეტი შეიძლებოდა.

May be an image of 1 ადამიანი და შიგნით73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ ჯერ გერმანელი ლუკას ვენეკოლდი, შემდეგ იტალის ფაბიო ბაზილე, ხოლო ნახევარფინალში გასასვლელი ბელარუს ვაძიმ შოკა დაამარცხა. ჩვენებური ნახევარფინალში რუმინელ ალექსანდრ კიარუსთან დამარცხა, მაგრამ ბრინჯაოსთვის დაჭიდება შვედი ტომი მაციას მოუგო.

ამავე წონის პირველ წრეში, ოღონდ ბადის მეორე მხარეს ლაშა შავდათუაშვილი ისვენებდა, რომელმაც ნახევაფინალამდე შვეიცარიელი ნილს შტუმპი, ბულგარელი მარკ ხრისტოვი და უმავე მაციასი დაამარცხა, რომელმაც შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა და ტატალაშვილთან გავიდა ტატამზე.

სამწუხაროდ, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მედლის მოპოვება ვერ შეძლო. „შავიმ“ ჯერ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან წააგო, შემდეგ მასპინძელ ტოჰარ ბულბუტთან.

დღესვე ტატამზე გავიდნენ 81 კილოში ვლადიმერ ახალკაცმა ხორვატ დომინიკ დრუჟეტასთან პირველივე წრეში წააგო, ხოლო ლუკა მაისურაძემ გერმანელ ალექსანდრ ვაჟერჟაკთან.