რუსი ასლან კარაცევისთვის ავსტრალიური ზღაპარი დასრულდა. 114-ე ჩოგანმა იმდენი კი მოახერხა, რომ „დიდი მუზარადის“ ნახევარფინალში გასულიყო, მაგრამ იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხდა – 3:6, 4:6, 2:6.
სერბმა მარტივად მოიგო, ფინალში გავიდა და მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩი ფინალში რუს დანილ მედვედევსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის უმჯობესს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას ერთმანეთში ხვალ გაარკვევენ.
ქალთა ფინალში კი ჩემპიონის ვინაობას იაპონელი ნაომი ოსაკა და ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი გაარკვევენ.
ოსაკამ ერთი ამერიკელი ნახევარფინალში უკვე დაამარცხა – სერენა უილიამსს 6:3, 6:4 მოუგო, ხოლო ბრეიდიმ სამ სეტში ჩეხი კაროლინა მუხოვა მიჩოგნა – 6:4, 3:6, 6:4.