„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ პსჟ-თან 1:4-ს შემდეგ მესის პერსპექტივები საკმაოდ მუქ ფერებში შეაფასა.
„გუნდში აღარ დარჩნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ამ მარცხის შემოტრიალებისა სჯერათ. ძალთა თანაფარდობას ვეღარაფერი შეცვლის. ჩემი აზრით, ეს მესის ბოლო საშინაო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაში „ბარსას“ მაისურით. კლუბი ვეღარ მისცემს ლეოს სერიოზული ტიტულების მოგების იმედს. მისი მომავალი „პარი სენ ჟერმენია“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მესიმ „კამპ ნოუზე“ ამ გუნდის თამაში ნახა.
პარიზელებთან ერთად მას ტიტულების მოგების შანსი აქვს. ლეო წლების მანძილზე მარტო ეზიდებოდა მთელი გუნდის პასუხისმგებლობის ტვირთს. წელს მისი საუკეთესო პარტნიორის გაუგებარი გაყიდვით „ბარსამ“ კონკურენტი „ატლეტიკო“ ძალიან გააძლიერა.
ჰოდა, ლეომაც გული აიცრუა,“ – ეს რივალდოს სიტყვებია.