საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებიც (12:8) დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი გაინაღდა. დეაინ სტანოევიჩის გუნდს ჯგუფში კიდევ ერთი თამაში დარჩა – ხვალ, ჩერნოგორიასთან. არ არის გამორიცხული, საქართველომ გამარჯვების შემთხვევაში საერთოდ პირველი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ეს ურთულესი საქმე იქნება, რადგან ჩერნოგორიას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს.
ბრაზილიასთან მატჩი კი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა და სამი პერიოდი მოიგეს. დასკვნით მეოთხედს ხუთბურთიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. როგორც წინა მატჩებში, ბოლო პერიოდში შედარებით სუსტად ითამაშეს და 4:5 დათმეს. თუმცა, მთავარი საქმე უკვე მოგვარებული იყო.
მოკლედ, ველოდებით ხვალინდელ მატჩებს და გავარკვევთ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
