კალათბურთის ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს ბეისბოლიც უთამაშია, მაგრამ იგივე სახელის კაცი თუ ფეხბურთსაც ითამაშებდა და ისიც საქართველოში, არ გვეგონა.
მაიკლ ჯორდან ნკონოლომ „საბურთალოსთან“ ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და „ორენბურგთან“ ამხანაგურ მატჩში 15 წუთიც ითამაშა.
28 წლის წარმოშობით კონგოელი და საფრანგეთის მოქალაქე შემტევი ნახევარმცველია. კარიერის საუკეთესო წლები „კაენში“ აქვს გატარებული. უთამაშია ხორვატიაში, რუმინეთში… ბოლოს ლატვიურ „რიგაში“ იყო. 6-ჯერ მოირგო კონგოს ნაკრების მაისური და ორი გოლიც გაუტანია. დარჩება თუ არა მაიკლ ჯორდანი „საბურთალოში“ მალე შევიტყობთ…