პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში „ლივერპულთან“ „ლესტერის“ ძირითად შემადგენლობაში კასპერ შმაიხელის გამოჩენა სულაც არ იყო რიგითი მოვლენა.
ზედიზედ 100 მატჩია, რაც გოლკიპერი პრემიერლიგაში შეუცვლელად თამაშობს. ეს კი ლიგის რეკორდია.
ამ 100-დან 32 მატჩში მან კარი მშრალად შეინახა. ბოლოს კასპერმა „ლესტერის“ მატჩი 2018 წლის 13 მაისს ტერფის ტრავმის გამო გამოტოვა. აქედან მოყოლებული, მისი დუბლიორი დენი უორდი უკვე 9 000 წუთია, უიმედოდ ხეხავს სათდარიგოთა სკამს.
34 წლის კასპერ შმაიხელი „ლესტერში“ 2011 წელს გამოჩნდა. სულ პეტერის ძემ „მელიების“ ღირსება 406 მატჩში დაიცვა და აქედან 132-ში ბადეს ბურთი არ გააკარა.
შმაიხელი გუნდთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. სადღეისოდ მისი სატრანსფერო ფასი 8-10 მოლიონი ევროა.
Image result for kasper schmeichel