იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოშირიო მორი, ახლა უკვე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილი შეფია. მორი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ბრალი სექსისტურ განცხადებაში წაუყენეს.

მორიმ ერთ-ერთი გამოსვლისას თქვა, რომ სპორტულ კომიტეტებსა და ფედერაციებში ქალების რაოდენობის გაზრდით, სხდომები უფრო დიდხანს გრძელდება, რადგან მათ გამოსვლებს კაცებზე დიდი დრო მიაქვთ, ამასთან ყველა ვალდებულად თვლის თავს, რაღაც მაინც თქვასო.

ჩინოვნიკმა მაგალითად მოიყვანა იაპონიის რაგბის ფედერაციაში გატარებული პერიოდი, რომლის ყოფილი შეფიც გახლავთ. მორიმ დასძინა, რომ ფედერაციის სხდომები ორჯერ მეტ ხანს გრძელდებოდა მას შემდეგ, რაც ქალთა რაოდენობა გაიზარდა.

მორის ამ ყველაფერს ვინ აპატიებდა და ჯერ სოციალურ ქსელში დაატყდა კრიტიკა, მერე 500-მა ვალანტიორმა და სამმა ოლიმპიურმა მეჩირადღნემ უარი განაცხადეს ღონისძიებაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

შედეგად, მორი თანამდებობიდან გადადგა…

„ვტოვებ თანამდებობას. ჩემი გაუთვალისწინებელი სიტყვებით ადამიანებს დისკომფორტი შევუქმენი. არ მინდა ოლიმპიადის ჩატარების შეფერხების მიზეზი ვიყო“, – განაცხადა მორიმ.