საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. ქართველ წყალბურთელებს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი ჯერ კიდევ რომ აქვთ, იმის დამსახურებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს.

ეს რევაზ ჩომახიძის მუშაობის დროს მოხდა. ახლა ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – სერბი დეიან სტანოევიჩი, ვისაც ზურაბ რურუა და გელა ტუკვაძე ეხმარებიან.

May be an image of 8 ადამიანი, people standing და გამოკითხვა

ოლიმპიადაზე მოხვედრა კი, ურთულესი ამოცანა იქნება, რადგან სამი საგზურისთვის 12 გუნდი იბრძვის.

ეს 12 გუნდი 14-21 თებერვალს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში შეიკრიბება და ორ ჯგუფად გადანაწილდება. ჯგუფების საუკეთესო 4-4 გუნდი ფლეი ოფში გავა, თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს და, როგორც გითხარით, საუკეთესო 3 ნაკრები ტოკიოში წავა.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ბრაზილია, კანადა, საქართველო, საბერძნეთი, მონტენეგრო, თურქეთი;

B ჯგუფი: ხორვატია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, რუმინეთი;

თამაშები ყოველდღეა. ჩვენები ჯერ ბერძნებს ხვდებიან, რომელსაც მიჰყვება თურქეთი, კანადა, ბრაზილია და მონტენეგრო. 19 თებერვალს მეოთხედფინალები გაიმართება, 20-ში – ნახევარფინალები, 21-ში კი – ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა 15 წყალბურთელი შეარჩიეს.

მეკარეები ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე;

მცველები ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია;

ფორვარდები ბესო ახვლედიანი, ბორის ვაპენსკი, მარკო ელეზი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე;

ცენტრები ფაბიო ბარალდი, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე.

May be an image of 11 ადამიანი და people standing