კოვიდპანდემიის გამო უეფამ კალენდარში ცვლილებები შეიტანა. მერვედფინალური მატჩების ჩატარების ადგილი ორი გუნდისთვის საშინაო არ იქნება და თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართება.
გეხსომებათ, საუბარი იყო „ლაიფციგი“ – „ლივერპულის“ შეხვედრაზე. გერმანიის მთავრობას 17 თებერვლამდე ბრიტანეთიდან ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა აქვს. აქედან გამომდინარე „ლაიფციგი“ საშინაო მატჩს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართავს.
იგივე სიტუაციაში ჩავარდა მადრიდის „ატლეტიკო“, რომელმაც 23 თებერვალს ლონდონის „ჩელსის“ უნდა უმასპინძლოს. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ მადრიდელები „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ნაცვლად ლონდონელებს რუმინეთის დედალაქალაქ ბუქარესტში, ეროვნულ სტადიონზე დაუხვდებიან.