Image result for basilaShvili in aoნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ავსტრალიის ღია პირველობა დასაწყისშივე დასრულდა. საქართველოს პირველი და მსოფლიოს 39-ე ჩოგანი რეიტინგში 53-ე ამერიკელ ტომი პოლის შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა – 4:6, 6:7, 4:6.

პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქეს ჩაწოდება პირველსავე ცდაზე წააართვა. მეტიც, ამავე სეტში კიდევ ერთი ბრეიკი გაახერხა, მაგრამ თავად სამჯერ დათმო მოწოდება და სეტი ამერიკელმა წაიღო.

მეორე სეტიც ანალოგიურად დაიწყო. ბასილაშვილმა მეტოქეს პირველივე ჩაწოდება წაართვა, მაგრამ ამერიკელმა მაშინვე დაიბრუნა. საბოლოოდ, სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც  ჩვენებური უშანსოდ დარჩა – 7:0.

მესამე სეტში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მე-3 გეიმში დაკარგა და მატჩიც დათმო…