ჩოგბურთელი გენეტიკური დეფექტით

Home აქეთურ-იქითური ჩოგბურთელი გენეტიკური დეფექტით
ჩოგბურთელი გენეტიკური დეფექტით

Image result for francesca jones in aoბრიტანელი ჩოგბურთელი ფრანჩესკა ჯონსი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში კი მოხვდა, მაგრამ იქ პირველივე წრეში წააგო ამერიკელ შებლი როჯერსთან – 4:6, 1:6. მატჩი საათსა და 2 წუთს გაგრძელდა.

თუმცა, აქ სხვაზე გავამახვილებთ ყურადღებას – ჯონსი გენეტიკური დეფექტით, ექტროდაქტილიით დაიბადა. ჩოგბურთელს ხელზე რვა, ხოლო ფეხზე შვიდი თითი აქვს.

ექიმები თვლიდნენ, რომ ჯონსი პროფესიონალი ჩოგბურთელი ვერ გახდებოდა, მაგრამ ფრანჩესკამ საპირისპირო დაამტკიცა.

WTA-ს რეიტინგში ფრანჩესკა 245-ე ჩოგანია, ცხრა წლიდან ბარსელონას აკადემიაში ვარჯიშობს, იქ, სადაც ჩოგბურთს სწავლობდნენ რაფა ნადალი და ენდი მარი.