ლებრონ უნიკალური

Home კატეგორიის გარეშე ლებრონ უნიკალური
ლებრონ უნიკალური

Image result for lebron james„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. რეკორდი, რომელსაც NBA-ს ლეგენდები, ქარიმ აბდულ ჯაბარი და მაიკლ ჯორდანიც ვერ შეწვდნენ.

ელჯეიმ, „დეტროიტ პისტონსთან“ (135:129) მოგებულ მატჩში, 33 ქულა დააგროვა და 801-ე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 25 ქულაზე მეტი ჩააგდო.

შედეგად, ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ მხრივ 800-მატჩიან ზღურბლს გადააბიჯა. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულთან სწორედ ზემოთ ნახსენები ლეგენდები იყვნენ – ჯაბარმა იგივე 793 მატჩში შეძლო, ხოლო ჯორდანს 769 მსგავსი თამაში ჩაუტარებია.

საუბარია მხოლოდ რეგულარულ სეზონზე…

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.