მელბურნში მიმდინარე Grampains Trophy ქალთა შორის ფინალის გარეშე დასრულდება. ორგანიზატორებმა მისი გაუქმება გადაწყვიტეს, რადგანაც სხვა შემთხვევაში ფინალის მონაწილეები ავსტრალიის ღია პირველობის განრიგს დაარღვევდნენ.
4 თებერვალს ტურნირის ყველა მატჩი გადაიდო. ამის მიზეზი იმ სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადებითი პასუხი იყო, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ. საბოლოოდ, ყველა შეხვედრა ერთი დღით გვიან ჩატარდა. ახლა კი, ორგანიზატორები ტურნირის დამთავრებას ვერ ასწრებენ, რადგან 8 თებერვალს Australian Open იწყება.