Image result for cristiano ronaldo new contractმიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირში კრიშტიანუ რონალდუმ 23-ჯერ მოირგო „იუვენტუსის“ ფორმა და 22 გოლი გაიტანა.

პორტუგალიელი ტურინული კლუბის ნამდვილი ლიდერია. 5 თებერვალს ის 36 წლის ხდება. ამის მიუხედავად, ფორვარდი ფიზიკურად და ფუნქციონალურად ბრწყინვალე ფორმაშია.

მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტს ვადა მხოლოდ 2022 წელს ეწურება, კლუბის ხელმძღვანელობა თადარიგს იჭერს და თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით, ანუ 2023 წლის ივნისამდე გაგრძელებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ იტალიურ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს.