ავსტრალიის ღია პირველობამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნში გამართულ 250-ქულიან ტურნირში მარცხი განიცადა. საქართველოს პირველი ჩოგანი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და მეორე ეტაპიდან ჩაერთო.
ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად 39-ე ჩოგანია და ტურნირზე მე-5 ნომრად იყო განთესილი, მარიო ვიელა მარტინესს გაეჯიბრა – ესპანელი კი 188-ე ჩოგანია. მატჩი ესპანელის გამარჯვებით 7:5 6:3 დასრულდა.
არადა, ჩვენებურმა კარგად დაიწყო, პირველი სეტის მე-7 გეიმში მეტოქე დააბრეიკა, მაგრამ როდესაც სეტზე (5:4) აწვდიდა, თავად დათმო მოწოდება, რასაც მეორეც მიაყოლა და 5:7 დათმო.
მეორე სეტის დასაწყისშივე ჩვენებურმა ისევ წააგო მოწოდება, 0:3 ჩამორჩა და…
8 თებერვალს ავსტრალიის ღია პირველობა იწყება, ჩვენებური კი ჩანს სათანადო ფორმაში არაა…