No description available.„როსს ქაუნთი“ და „მოზერველი“ – რით უნდა მიეპყრო ყურადღება შოტლანდიის ჩემპიონატის ორი აუტსაიდერის შეხვედრას?
მატჩის 72-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და ჰაერში მათი უგანდელი მცველი ბივის მუგაბი აფრინდა…
მოგვიანებით გაირკვა, რომ მუგაბის თავი და ბურთი ერთმანეთს 2,62 მეტრის სიმაღლეზე შეეხენ.
ეს კი ყველაზე დიდი „გაფრენაა“ ფეხბურთის ისტორიაში. აქამდე რეკორდი კრიშტიანუ რონალდუსი იყო, რომელმაც 2019 წელს „სამპდორიასთან“ ბურთს თავი 2,56 მეტრის სიმაღლეზე უთავაზა.
ორივე ფეხბურთელის სიმაღლე 187 სანტიმეტრია. ნამატჩევს ახლადგამომცხვარი რეკორდსმენი ხუმრობის ხასიათზე იყო: „შეტყობინება უნდა გავუგზავნო რონის, რომ ცოტა მეტი ივარჯიშოს. სერიოულად კი ეს ნამდვილი სიგიჟეა – ჩემი ტელეფონი დუღს. არადა, თამაშისას ვერც შევამჩნიე, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა“.
რონალდუს სპორტული აზარტი რომ ვიცით, ყველაფერს გააკეთებს, ოღონდაც ისევ ყველაზე მაღლა აფრინდეს…