8-21 თებერვალს მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება. ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გარდა იმისა, რომ სამი ჩოგბურთელი კარანტინში რჩება. ამ ჩოგბურთელების ვინაობა არ სახელდება.
ათასამდე ოფიციალურ პირს, ჩოგბურთელსა და მწვრთნელს კი 14-დღიანი კარანტინი მოეხსნათ, რომელიც ტურნირის წინ მელბურნსა და ადელაიდაში გაიარეს. სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს სრულფასოვანი ვარჯიში.
როგორც იცით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილე ჩოგბურთელებიდან კორონავირუსით დაინფიცირდა 67-ე ჩოგანი ქალთა შორის ესპანელი პაულა ბადოსა, რომელიც ახლა იზოლაციაში იმყოფება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
