იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ფიორენტინამ“ 9 კაცით გაუძლო „ტორინოს“ მიძალებას (1:1) და ტურინიდან ქულა გაიყოლა.
ეგ კი არა, 88-ე წუთამდე სტუმრები სულაც იგებდნენ. სეზონში პირველი გოლი გაიტანა ფრანკ რიბერიმ. ფრანგი შემტევი ამ გოლით სულ მეხუთე ფეხბურთელი შეიქნა, ვისაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში ზედიზედ 17 სეზონის განმავლობაში აქვს გატანილი.
აქამდე მსგავსი მიღწევით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ლეო მესი (არგენტინა), სერხიო რამოსი (ესპანეთი) და ხოაკინი (ესპანეთი) თუ დაიკვეხნიდნენ.