დიდი ალბათობით, პსჟ-ში სერხიო რამოსის ტრანსფერი შედგება. ფრანგული მხარე 34 წლის ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. როგორც ჩანს, ეს იმაზე მეტია, რაც მადრიდის „რეალის“ ახალ, ჯერაც ხელმოუწერელ ხელშეკრულებაში წერია.
რამოსს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კაპიტანმა კი მოლაპარაკებები შეწყვიტა. როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე საუბარიც კი არ შედგება. თუმცა, არ გამორიცხავენ ივნისის ბოლომდე სიტუაცია შეიცვალოს.
რამოსის გარდა „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არც ლუკას ვასკესი ჩქარობს. კლუბს ისიც 30 ივნისამდე ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ ორივეს იანვრიდან უფლება აქვს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები წამოიწყოს.