„დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. ესპანელი მომავალ ტურნირზე არაფერს საუბრობს, მაგრამ კომენტარი საკუთარ რეკორდებზე და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დაპირისპირებაზე კი გააკეთა.
„ყოველდღიურად ჩვეულებრივ ვიხარჯები – ეს არის და ეს. რეკორდები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე მებრძოლი ვარ, მაგრამ არასდროს შევპყრობილვარ იდეებით, რომ საუკეთესოც. კონცენტრირებული ვარ კონკრეტულ მომენტზე.
როჯერ ფედერერთან ერთად დიდი ხანია კორტზე ვარ. ჩვენ მეტოქეობა 2005 წლიდან დავიწყეთ. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევქმენით ჩოგბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი“, – თქვა რაფამ.
ნადალსა და ფედერერს მეიჯორების ერთნაირი რაოდენობა აქვთ – 20. ესპანელს შანსი აქვს ერთპიროვნულად დაწინაურდეს, რადგან ავტრალიის ღია პირველობაზე როჯერი ვერ ითამაშებს. მელბურნში ტურნირი 8 თებერვალს დაიწყება…