სტამბოლში საინტერესო თამაში გაიმართა. ეს გახლდათ თურქეთის სუპერლიგის მატჩი „ბაშაქშეჰირსა” და „სივასსფორს” შორის, რომელშიც „სავასსფორმა” თეთრ ფორმაში ითამაშა. თითქოს, ამაში უცნაური რა უნდა იყოს, მაგრამ შეხვედრა ხომ „ფათიჰ თერიმის” დათოვლილ სტადიონზე ჩატარდა და სტუმარი ფეხბურთელების გარჩევა ძნელი იყო.
ტექსტს თან ამ შეხვედრაში გადაღებულ ფოტოს ვურთავთ და გთავაზობთ მასზე მოძებნოთ ხუთივე თეთრფორმიანი ფეხბურთელი. დაგვეთანხმებით, თუ არ მოინდომებ, შეიძლება ვერც კი გაარჩიო, რომ კადრში მართლაც ხუთი „თეთრი” ფეხბურთელია.
„დამალობანა” 1:1 დამთავრდა, თურქმა ტელემაყურებელმა კი სოციალურ ქსელებში გვარიანად იხალისა.