ძიუდოისტების შემდეგ საქმეში მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან და საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის 47-ე საერთაშორისო გრან-პრიზე მიიღებენ მონაწილეობას. სულ ხალიჩაზე 23 ქვეყნის 300-ზე მეტი ათლეტი გავა.

ქართველი მოჭიდავეები თითქმის წელიწადია ოფიციალურ ტურნირებში არ გვიხილავს, ამდენად საინტერესოა როგორ ფორმაშია ჩვენი გუნდი.

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა | imedinewsსაინტერესოა, რომ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თუ აქამდე ერთი სახეობა რამდენიმე დღეზე იყო გაწერილი, ახლა ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდება. ხვალ საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, ხოლო ზეგ „კლასიკოსები“ დაასრულებენ.

მედლებისთვის იბრძოლებენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები: ბექა ბუჯიაშვილი (57კგ.), ბექა ლომთაძე (61), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65), ზურაბ იაკობიშვილი (70), დავით ტლაშაძე (74), ნიკა კენჭაძე (79), დათო მარსაგიშვილი (86), ირაკლი მწითური (92), გივი მაჭარაშვილი (97), გენო პეტრიაშვილი (125).

ნიცაში ავთანდილ კენჭაძის, სანდრო ამინაშვილისა და ელიზბარ ოდიკაძის წაყვანა იგეგმებოდა, მაგრამ ოდიკაძემ ტრავმა მიიღო და მას ქვეყნის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მაჭარაშვილი ჩაანაცვლებს. მცირე დისკომფორტი აქვს ამინაშვილსაც და მარსაგიშვილი ჩანაცვლებს, ხოლო კენჭაძეს – ტლაშაძე.

17 იანვარს კი საჭიდაოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს სახელს დაიცავენ: ნუგზარ წურწუმია (55კგ.), ბექა მამუკაშვილი (77), გურამ ხეცურიანი (87), გიორგი მელია (97), სულხან ბუიძე (130).

აქ უკვე მწვრთნელთა საბჭომ გადაწყვიტა და, როგორც ხედავთ, „კლასიკოსები“ საფრანგეთში შეთხელებული შემადგენლობით წავიდნენ.