ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო ძიუდოს მასტერსი, სადაც საქართველოდან 15 სპორტსმენია – 13 ვაჟი და 2 ქალი.
მასტერსის პირველ დღეს მხოლოდ ერთ მედალს გამოვრჩით.
ბრინჯაოს მედალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ჩვენებურმა ჯერ რუსი მიხაილ პულიაევი დაამარცხა, შემდეგ ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი, მაგრამ ისრაელის წარმომადგენელი ბარუჩ შმაილოვთან დამარცხდა და ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძნო. მარგველაშვილმა ყაზახ იერლან სერიკჟანოვს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ დენის ვეირუს დაეჭიდა და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილმა ჯერ უკრაინელ ბოგდან იადოვს მოუგო, მაგრამ შემდეგ რუს არამ გრიგორიანთან თავად დამარცხდა.
ტატამზე გავიდნენ 60 კგ წონაში მოჭიდავე ძიუდოისტებიც: თემურ ნოზაძემ ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე კი დაამარცხა, მაგრამ ტაიპელ იუნგ ვეი იანგთან ვერაფერს გახდა. ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა კორეელ კიმ ვონ ჯინთან პირველივე ბრძოლა წააგო.
უმედლოდ დარჩნენ ქალებიც: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) პირველივე წრეში ისრაელის წარმომადგენლებთან – ჯილი კოენთან და ტიმნა ნელსონ ლევისთან დამარცხდნენ.