უკვე 20 მატჩი იყო, ჯამურად ყველა ტურნირში მიუნხენის „ბაიერნს“ ერთხელაც არ წაეგო – 16 მოგება და 4 ფრე.
„რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიონჰენგლადბახში „ბორუსიას“ 2:3 შემოემარცხა (ბოლოს მიუნხენელებმა 27 სექტემბერს „ჰოფენჰაიმთან“ 1:4 წააგეს).
მცირედი ნუგეში ისღაა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ამჯერადაც გაიტანა და პირველი ფეხბურთელი შეიქნა ტოპ-5 ჩემპიონატებში, ვინაც 20-გოლიან ზღვარს უწია.
საამისოდ მას 14 მატჩი ეყო, ყველა ტურნირში ერთად კი ამ სეზონში 19 მატჩში უკვე 22 გოლი და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.