„ბარსელონამ” 2020 წლის ბოლო შეხვედრაში „ეიბართან” 1:1 ითამაშა. ამ მატჩში დანიელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, ააცილა. აღწერილი ეპიზოდის გამო კატალონიაში ბევრი იმსჯელეს.
სჯა-ბაასის მთავარი მიზეზი გახლდათ ის, თუ ლეო მესის არყოფნაში რატომ დაარტყა პენალტი დანიელმა და არა ანტუან გრიზმანმა ან მირალემ პიანიჩმა.
შორიდან გამოჩნდა, რომ ბრაიტვაითი მივიდა ბურთთან, აიღო, დაარტყა და ააცილა, კატალონიის რადიომ პოდკასტ Tot Costa-ში კი გულშემატკივარს განუმარტა, თუ რატომ მოხდა ასე. Tot Costa-მ გრიზმანის საახლობლოდან შეიტყო, რომ გუნდში წინასწარ ყოფილა მოლაპარაკებული, ვინ დაარტყამდა პენალტს იმ შემთხვევაში თუკი ის დაინიშნებოდა. მაშინ, როდესაც ბრაიტვაითი თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად ბურთს იღებდა, გრიზმანი და პიანიჩი მოედნის კიდესთან, VAR-ის მონიტორთან მდგარან.
„ბარსელონას” შემდეგი თამაში 4 იანვარს უესკაში აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
