No description available.
გოჩა სვანიძემ (მარცხნივ) ირალკი აბუსერიძეს გამარჯვება მიულოცა

ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია.

სამგზის გადადებული არჩევნები დღეს თბილისის „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე გაიმართა და მას 20 კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა ხმების საერთო რაოდენობამ 43 შეადგინა.

არჩევნებზე გამოცხადდა, მაგრამ წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „გორდას“, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა.

კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და რაგბის კავშირის პრეზიზდენტად სწორედ ის გამოცხადდა