ავტორიტეტულმა სააგენტო Associated Press-მა აშშ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ეს ამ სააგენტოს მხრიდან „მეფის“ მეოთხე აღიარებაა. ლებრონმა წლეულს „ლეიკერსთან“ ერთად NBA-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტული ირგუნა.
ამას გარდა, აღინიშნა მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტობა და მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა.
უფრო ადრე ლებრონი წლის სპორტსმენად Sports Illustrated-მა აღიარა. ამავე გამოცემის ვერსიით 35 წლის სუპერვარსკვლავი საუკეთესოდ 2012 და 2016 წლებშიც დასახელდა, სამგზის აღიარება კი ყველა დროის რეკორდია.