Sassuolo vs AC Milan: Rafael Leao Scores Fastest-Ever Serie A Goal After  Six Seconds. Watch | Football Newsშეხვედრა სულ 6,2 წამის დაწყებული იყო და ანგარიში უკვე გაიხსნა. ეს „მილანმა“ მოახერხა, რომელიც მიმდინარე სეზონში განაგრძობს ქომაგთა და მეტოქეთა გაოცებას.

„სასუოლოსთან“ გასვლით შეხვედრაში მილანელებმა ბურთი გაითამაშეს და ჩალხანოღლუმ გეზი მეტოქის კარისკენ აიღო. ჰაკანმა დროულად შენიშნა პორტუგალიელი ლეაუს მანევრი და გამჭოლი პასით მეკარეს პირისპირ შეატოვა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო – 0:1.

6,2 წამი სერია A-ს ყველა დროის რეკორდია. მანამდელი რეკორდი „პიაჩენცას“ ფორვარდ პაოლო პოჯის ეკუთვნოდა, რომელმაც 2001 წელს „ფიორენტინას“ სასტარტო სასტვენიდან 8 წამში გაუტანა. ზოგადად პროფესიულ ლიგებში რეკორდი 3 წამია, თუმცა ბრაზილიელმა კარლოს ალმეიდამ ეს 2011 წელს პორტუგალიის მეოთხე დივიზიონში გაახერხა.