ერთი მეგობარი ფეხბურთელისგან მაქვს მოსმენილი, „ამერში“ გადმოსვლამდე, „ამერის“ გლდანის სტადიონზე მოწინააღმდეგის შემადგენლობაში რომ უთამაშია…

გვძულდა აქ თამაშიო – გამიმხილა იმ ფეხბურთელმა – ბურთს რომ გავუშვებდით და სტადიონზე „ეს სულ ასე უბერავს“ ჩაირთვებოდა, გაშვებულ ბურთზე მეტი სიმწარე ამ სიმღერის მოსმენა იყოო.

ცხადია, მეტოქეთა კარში ბურთებს აბრეზა, რატი, ტატანა და ბიჭები იტანდნენ, მაგრამ გია ნიკოლაძის (რომელიც „ამერის“ ოფიციალური ჰიმნის ავტორი გახლავთ) ყველაზე პოპულარული სიმღერის ეს სტროფი, მერწმუნეთ, თავის საქმეს აკეთებდა.

ამ ამბების გახსენება იმის სათქმელად დამჭირდა, რომ საქმეში – ნებისმიერ საქმეში, წვრილმანი არ არსებობს და ყველაფერი მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევებში კი, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ორი ფაქტობრივად თანაბარი ძალის გუნდი დგას, როგორც წესი, სწორედ ასეთი დეტალები იძლევა იმ თითქმის შეუმჩნეველ უპირატესობას, რომელსაც…

დანარჩენი იხილეთ 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო გაზეთ „სარბიელში“