კანოეს ეროვნული ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დავით ქაცარავას ნაცვლად აწი ფედერაციას ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უხელმძღვანელებს.
თანამდებობის მიუხედავად, ნადირაძე აქტიურ სპორტს არ დაშორდება.
„დიდი მადლობა თითოეულ დელეგატს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე დიდი მადლობა დავით ქაცარავას იმ რთულად, მაგრამ ამავდროულად წარმატებულად განვლილი 8 წელიწადისთვის. მადლობა თქვენ, თითოეულ ჩემს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. აქვე ავღნიშნავ რომ ვრჩები აქტიურ სპორტში და ვაგრძელებ შრომას ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა ნადირაძემ.