იტალიის სერია А-ს მე-12 ტურში „მილანი“ სტუმრად „ჯენოას“ (2:2) დაუზავდა და ლიდერობა შეუნარჩუნა. „როსონერის“ ქულა პიერ კალულუ კიატენგვამ გადაურჩინა, ვინაც 83-ე წუთზე შეაგდო.

„მილანმა“ ამ გოლით 72-წლიანი რეკორდი დაამხო. სერია А-ში მილანურმა კლუბმა ზედიზედ 14 მატჩში გაიტანა ორი და მეტი გოლი. ბოლოს მსგავსი რამ „ტორინოს“ გაუკეთებია – 1948 წელს ტურინულმა კლუბმა ორი და მეტი ბურთი 13 შეხვედრაში შეაგდო.

Genoa 2-2 Milan: Kalulu ensures Destro double in vain as Rossoneri fight back again