ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო დაეთანხმა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას და რუსეთს დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

თავდაპირველად დისკვალიფიკაცია ოთხ წელზე იყო გათვლილი, მაგრამ სასჯელი ორი წლით შემცირდა და ძალაში 2024 წლის 16 დეკემბრამდეა.

რუს სპორტსმენებს ეკრძალებათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში თავიანთი ქვეყნის სახელით და რუსული დროშის გამოყენებით ასპარეზობა. სანქციები ეხება ასევე რუსეთში დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას. თუმცა, არა ევროპული მასშტაბით: მაგალითად, რუსეთს შეუძლია უმასპინძლოს ევროპირველობის მატჩებს ფეხბურთში, რომელიც 2021 წელს არის დაგეგმილი სანკტ პეტერბურგში. ამავე ქალაქშია დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2022 წელს.

Rusijos diskvalifikacija sutrumpinta, tačiau ji praleis praleis artimiausias olimpines žaidynes - DELFI Sportas