„დორტმუნდის“ ჭაბუკმა შემტევმა, ერლინ ჰოლანდმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება კლუბი დატოვოს.
გერმანული კლუბი ჰოლანდს 75 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ საწყისი თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს. მიზეზი ისაა, რომ მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლა გახლავთ. ამიტომ მისმა საკომისიომ და ფეხბუთელის მამის ჰონორარმა შეიძლება თანხა გააორმაგოს (თუმცა, არ დაგვავიწყდეს კორონავირუსის კრიზისი).
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდში“ გადასვლისას, რაიოლამ დაახლოებით 15 მილიონი ევრო მიიღო.
ჰოლანდით არა-ერთი ბობოლა კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „რეალი“ და „ბარსელონაც“.