Manchester City already negotiating with Upamecano - BeSoccerმიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა.

თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ამუშავდეს პუნქტი, რომლის თანახმად მსურველ კლუბს მისი გამისყიდვა 42 მილიონად შეეძლება.

უპამეკანო კი მოთხოვნადი ფეხბურთელია – „ბაიერნის“ გარდა, მისი გადაბირება  „მანჩესტერს“, „ლივერპულს“ და მადრიდის „რეალს“ სურთ.