წუხელ ლონდონის „ჩელსის“ ცხრა მატჩიანი წაუგებელი სერია „ევერტონმა“ შეწყვიტა. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა.
„სეზონი გრძელია. თუ ხალხი თვლის, რომ ჩვენ ამ სეზონში ჩემპიონობის ღირსნი ვარ, რადგან საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, ეს სასაცილოა. როდესაც შემადგენლობებზე დაიწყებთ საუბარს, ჯერ გადახედეთ იმ გუნდებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ტიტულები მოიგეს. ამ გუნდებში ბევრი ისეთი ნახევარმცველი და თავდამსხმელია, რომლებსაც სეზონში 30-40 გოლი გააქვთ. „ჩელსი“ კი, ახლაგაზრდა გუნდია, ჩვენ ჯერ შორს ვართ კონკურენტებისგადან. 2-3 წლის შემდეგ, თუ ისევ კლუბში ვიქნები და 1-2 ტიტულიც გვექნება, მაშინ მკითხეთ ვიმსახურებთ თუ არა ჩემპიონობას და გიპასუხებთ – დიახ. ახლა ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ, აბსურდულია“, – განაცხადა ლამპარდმა.
სადღეისოდ, პრემიერლიგაში „ჩელსი“ 12 ტურის შემდეგ 22 ქულით მესამეა და მხოლოდ „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულს“ ჩამორჩება.