პოლ პოგბა შესაძლოა "იუვენტუსში" დაბრუნდეს | Juventus.Geრამდენიმე დღის წინათ ვწერდით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას აპირებს.

ახლა ეს ცნობა უფრო სარწმუნო გახდა. The Times-ის ინფორმაციით, პოგბას ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ერთობ მოწადინებულია ფრანგის დამატებით. თუმცა, კონკურენტებიც ჰყავს მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სახით.

პოგბა „იუვენტუსისთვის“ უცხო არ არის – ფრანგი ტურინულ გუნდში 2012-16 წლებში თამაშობდა, სადაც სწორედ „მანჩესტერიდან“ გადავიდა, ამასთან, თავისუფალი აგენტის სტატუსით, შემდეგ კი „მანკუანიანებს“ 105 მილიონი ევროს საფასურად დაუბრუნდა.

ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა აცხადებს, რომ პოგბას „იუვეში“ დაბრუნება სავსებით შესაძლებელია.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფრანგმა მანჩესტერული კლუბის მაისურით პრემიერლიგაში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.