ესპანური პრესის მტკიცებით, როგორი შედეგითაც უნდა დაასრულოს სეზონი მადრიდის “რეალმა”, ზინედინ ზიდანი გუნდიდან მაინც წავა. ამის მიზეზი ფლორენტინო პერესით მისი უკმაყოფოლება ყოფილა.
ფრანგი, თურმე, კატეგორიულად ითხოვდა კილიან მბაპეს და სადიო მანეს შეძენას, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ამ ტრანსფერებს თავი ვერ მოაბა.
უკვე სასაცილოა, მაგრამ აბა გამოიცანით, ვის უწინასწარმეტყველებენ ზიდანის ადგილს?
რა თქმა უნდა, მაურიციო პოჩეტინოს, ვისაც მედიამ გასულ ერთ წელიწადში ლამის ერთ ათეულ კლუბზე დასწერა ჯვარი.