Georgia vs Fiji Betting Tips, Predictions & Odds - Georgia and Fiji backed for tight encounter5 დეკემბერს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიულ ევროპულ ტურნეს დაასრულებს. დიახ, ეს ტურნეა რადგან „შემოდგომის ერთა თასის“ გათამაშება ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს.

ბორჯღალოსანთა ბოლო მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ბანაკში პირველ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კორონავირუსით დაინფიცერების ფაქტი დადასტურდა, თამაში, ცხადია ჩაიშალა, ხოლო ინფიცირებული „მფრინავი ფიჯელების“ რიცხვმა თანდათან სამ ათეულს მიაღწია – მოთამაშეების გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც იავადმყოფეს.

მოკლედ, ფიჯის ნაკრებს ჯგუფის სამივე მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა – 0:28 თითოეულში. გამოჯანმრთელება კი მათ ქართველებთან ფინალური ჯახისთვისღა მოახერხეს – ორშაბათიდან ფორმის აღდგენას შეუდგნენ და ქართველების დამარცხებასაც გეგმავენ.

ზაფხულში ამ გუნდს სათავეში სახელოვანი ახალზელანდიელი სპეციალისტი ვერნ კოტერი ჩაუდგა, რომელსაც დებიუტი პანდემიამ არ აღირსა. ამდენად, მისი ხელმძღვანელობით ფიჯის ეროვნული გუნდი პირველ მტჩს სწორედ ქართველებთან ჩაატარებს.

ამ ნაკრებში რამდენიმე სუპერვარსკვლავია – სემი რადრადრა, ჯოსუა ტუისოვა, ნემანი ნადოლო… ამავდოულად, 9 დებიუტანტიცაა, ოღონდაც თუ კოტერს დებიუტი კონკრეტულად ფიჯის ნაკრებში ექნება, ამ 9 ფიჯელს საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩი ელით. ჰოდა ასეთ, ვარსკვლავთა და ახალბედათა ნაზავთან გამკლავება მოუწევთ ბორჯღალოსნებს.

ჩვენი ნაკრების დამრიგებელ ლევან მაისაშვილს არჩევანი 2 კაცით შეუმცირდა – ლაშა ხმალაძეს ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს, ხოლო ბექა გორგაძემ ირლანდიასთან საშინელი დაზიანება მიიღო – მუხლის მყესი გაუწყდა და მენისკიც დაუშავდა, შესაბამისი ოპერაციის შედეგ კი რეაბილიტაცია, როგორც წესი, 8 თვე გრძელდება ხოლმე, ანუ საქართველოსნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს მიმდინარე სეზონი სრულად გაუცდება…

2019 Rugby World Cup: Georgia v Fijiსამაგიეროდ, კოტე მიქაუტაძემ თითქმის საბოლოოდ მოირჩინა ნეკნების ხრტილების დაზიანება და ფიჯისთან სასტარტო მხტომელად ითამაშებს. თაზო მჭედლიძის ნაცვლად გარემარბად ვეტერანი სანდრო თოდუა გაირჯება, 8 ნომერზე გორგაძის ადგილს სრულიად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონია დაიკავებს, ხოლო მღლეტელად – ოთარ გიორგაძე.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს მეტად სოლიდური შემადგენლობისა და პროგრესის გზაზე შემდგარი ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ძალ-ღონესა და ცოდნას არ დაიშურებს „მფრინავ ფიჯელებთან“ იაპონიის მსოფლიო თასზე სამარცხვინო ანგარიშით – 10:45 წაგებული მატჩისთვის რევანშის ასაღებად. ჩვენ გვჯერა ბორჯღალოსანთა წარმატების.

თამაში 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება და მისი ტრანსლაციის ხილვა ყველას შეუძლია ტვ იმედისა და რაგბი ტვ-ს ეთერებით, ასევე ამ უკანასკნელის ფეისბუქ-პლატფორმის მეშვეობით.

საქართველოსნაკრების შემადგენლობა

1.მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 65, 10), 2. შალვა მამუკაშვილი („ლესტერ ტაიგერსი“, 77, 50), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 17, 5), 4. ლაშა ჯაიანი („არმაზი“, 5, 0), 5. კოტე მიქაუტაძე („ბაიონი“, 65, 10), 6. ოთარ გიორგაძე („ბრივი“, 28, 25), 7. ბექა საღინაძე („ორიაკი“, 16, 5), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 3, 0), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 55, 40), 10. თედო აბჟანდაძე („ბრივი“, 19, 109), 11. სანდრო თოდუა („ბათუმი“, 88, 65), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ., უკლუბო, 70, 60), 13. გიორგი კვესელაძე („არმაზი“, 28, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარასენსი“, 6, 30), 15. სოსო მათიაშვილი („აკადემია“, 29, 152),

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო, 61, 15), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 17, 5), 18. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“, 21, 5), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი („ლელო-სარასენსი“, 4, 5), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე („ენისეი-სტმ“, 11, 10), 21. გელა აფრასიძე („მონპელიე“, 28, 24), 22. დემურ თაფლაძე („ლელო-სარასენსი“, 5, 5), 23. დავით ნინიაშვილი („ხვამლი“, 1, 0).